|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
JYSK
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება;
** მომხმარებელთან მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება;
** საჭიროებისამებრ შესაბამის სამსახურთან ინფორმაციის მიწოდება;
** ქოლცენტრში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@JYSK.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|