Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: კოლეჯი ბლექსი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

(პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის - ელექტროობა) - შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

1. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
2. ელექტრული წრედები
3. მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის
4. ელექტრული ტექნოლოგია
5. ელექტრული მანქანები
6. ზოგადი ელექტროტექნიკა
7. ელექტროობის სისტემების ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

კანდიდატს არ მოეთხოვება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მოდულის შესაბამისი კომპეტენციის ფლობა. შესაძლებელია სხვადასხვა მოდულზე სხვადასხვა მასწავლებლის შერჩევა, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

მისამართი - ქედა, ა. წერეთლის ქ. N4
განცხადების პერიოდი - 11.02.2026-28.02.2026
თანამდებობრივი სარგო - 1 საათი - 22 ლარი
ფუნქციები - პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

პროფესიული განათლების მასწავლებლად შესაძლებელია დაინიშნოს პირი რომელსაც აქვს შესაბამისი პროგრამით/მოდულ (ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება ან/და შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სულ მცირე 3 წელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში. (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სწავლებასა და შეფასებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის და მოდულის დასახელება.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე