Робота для біженців з України
ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: შალვინო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
შპს "შალვინო" არის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით.

შპს "შალვინო" აცხადებს ვაკანსიას  ექსპორტის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის 56 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel)
** ქართული (სრულყოფილად)
** სავალდებულოა რუსული ენის და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენა - სასურველია (ეს საერთოდ წაშალეთ)

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპორტის მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საჭირო პროცესის დაგეგმვა (დროის ჭრილში გაწერა)
** ღვინოსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა (იგულისხმება ღვინის ლაბორატორია და ღვინის სააგენტო)
** სააგენტოს საბუთების მომზადება:

** ლაბორატორიაში ნიმუშების გაგზავნის ორგანიზება
** ლაბორატორიაში წარსადგენი საბუთების მომზადება
** ღვინის სააგენტოში წარსადგენი საბუთების მომზადება
** ღვინის სააგენტოდან საბუთების დროული მოწოდების კონტროლი
** საბუთების გადამოწმება.

** საექსპორტო საბუთების მომზადება, ასევე მათი მოწესრიგება/არქივში შენახვა
** მძღოლთან/ბროკერთან კომუნიკაცია და დავალებების მიცემა (საბუთის გამოტანა შეტანა)
** პერიოდულად საბუთების მოწესრიგება/არქივში შენახვა
** დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ტიპის ინფორმაციის მოძიება კონკრეტული შეკვეთის შესახებ. ამისათვის ყოველი შეკვეთის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო დასკანერებული ფაილების შენახვა კომპიუტერში.
** წლის დასაწყისში ყველა წინა წლის შეკვეთის არქივაცია უნდა მოხდეს კლიენტის ბაზაში. ეს პროცედურა სავალდებულოა, ასევე პაპკებში შენახვა.
** ექსპორტის მენეჯერთან ერთად ჩართულობა სხვადასხვა კონკურსების/გამოფენების მოსამზადებელ პროცესში:

** კონკურსში გასაგზავნი ნიმუშების ქარხნიდან გამოგზავნის ორგანიზება
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში)
** ორგანიზაციული საკითხების მოგვარება

** ოფისში შემომავალი ზარების პასუხი
** ოფისში მოსული სტუმრებისთვის ყავა/ჩაით გამასპინძლება
** სხვადასხვა ექსპორტთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვა
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
** ლოკაცია: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ 56

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე ელ.ფოსტაზე: k.tsertsvadze@shalvino.ge, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე