|
დასახელება:
პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
ჯეი ეფ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია — შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე (თბილისი / ბათუმი).
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის საბითუმო და საცალო დისტრიბუციას: თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და სხვა. კომპანიის ძირითადი პარტნიორები არიან სილამაზის სალონები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ფლობს რეგიონულ ფილიალებს, სილამაზის სალონსა და სასწავლო აკადემიას.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული უნარები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დროის მართვა და დაგეგმვა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** ახალი კლიენტების მოძიება და კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებები და შეკვეთების ფორმირება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
** კლიენტთა ბაზის მართვა და განახლება;
** ნაშთების მონიტორინგი და დებიტორების კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:00
** შაბათი: 09:30 - 14:00
** კვირა: დასვენება
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (ფიქს + ბონუსი)
როგორ გამოაგზავნოთ CV: info@junglefever.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ქალაქი: "პრისელერი - თბილისი"
ან "პრისელერი - ბათუმი", ქალაქის მითითების გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ვებ საიტებს:
https://www.jfgeorgia.ge
https://jfmarket.ge
|
|
|
|