Робота для біженців з України
უფროსი IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი IT სპეციალისტი
მომწოდებელი: კრედიტინფო საქართველო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობა: უფროსი IT სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ფუნქციები და მოვალეობები:

** MS Windows Active Directory, HyperV და Windows Server გარემოს ადმინისტრირება და უსაფრთხოება.
** MS SQL Server -ის ადმინისტრირება და უსაფრთხოება.
** Fortgate ფაირვოლების და FortiWeb cloud WAF-ის ადმინისტრირება და უსაფრთხოება.
** Microsoft Azure და Microsoft 365 ადმინისტრირება და უსაფრთხოება.
** Linux სისტემების ადმინისტრირება (Red Hat, Ubuntu) და უსაფრთხოება.
** ბანკების კონსულტირება კრედიტინფოს სისტემაში ინტეგრაციის და უსაფრთხოების ტექნიკურ საკითხებზე.
** კრედიტინფოს სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების თაობაზე კომუნიკაცია სისტემის მხარდამჭერ ჯგუფთან.
** კრედიტინფოს სისტემის ტექნიკური განვითარების საკითხების თაობაზე კომუნიკაცია სისტემის მხარდამჭერ ჯგუფთან.
** კრედიტინფოს თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა.
** ბიზნესის განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობა ბიუროს ახალი პროდუქტის დანერგვის ან არსებულის გადახედვის/გაუმჯობესების მიზნით.
** ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობა ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში.
** ზემომოყვანილ ამოცანებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და IT დეპარტამენტის უფროსთან რეპორტინგი მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** Microsoft Azure cloud, Microsoft 365, Microsoft Windows Active Directory, HyperV, Windows Server, MS SQL Server, Windows 11 სისტემების ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Fortigate ფაირვოლების ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Linux სისტემების (Red Hat, Ubuntu) ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია).

კანდიდატის შერჩევა მოხდება რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 10 მარტამდე გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@creditinfo.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე