Робота для біженців з України
ფლებოტომისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ადეიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს ფლებოტომისტის ვაკანსიას ქ.ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქ.N 91
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ვენის პუნქცია და კაპილარული პუნქცია;
** დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის სისხლის ნიმუშების მისაღებად, პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა;
** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია;
** სათანადო დოკუმენტაციის წარმოება და ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა;
** ფლებოტომიის ინვენტარის მარაგის კონტროლი, სათანადო შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
** პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ფლებოტომისტის საქმიანობის ცოდნა;
** აუცილებელი ცოდნა: საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ ფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com და გთხოვთ, ელ ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე