Робота для біженців з України
ჰორეკას განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკას განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.orbita.ge

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკას განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ჰორეკას მიმართულებით პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება;
** ახალი ჰორეკა ობიექტების მოძიება და პარტნიორობაში ჩართვა, პირობებზე მოლაპარაკება;
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება;
** კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი;
** ჰორეკა ობიექტებში პროდუქტის წარმოჩენის დაგეგმვა და მართვა;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა);
** ანალიზისა და რეპორტების წარმოება;
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ჰორეკა ობიექტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** ჰორეკა ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** ჰორეკა ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
** ბაზრის ტენდენციების და მოთხოვნების განსაზღვრა;
** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისა და შემდგომი ანალიზის პროცესებში მონაწილეობა.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს ან მენეჯერულ პოზიციაზე პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი:

განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ჰორეკას განვითარების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე