Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** უმაღლესი განათლებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნით (MS Office)
** დეტალებისადმი ორიენტირებულს;
** პროფესიული განვითარების სურვილით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.#2
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე, შეთანხმებით

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - უმცროსი ბუღალტერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე