|
დასახელება:
დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დილის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 - 1200 ლარი
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან 17:00 საათამდე
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
ძირითადი მოვალეობები:
** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის
შესწავლა და მოხმარება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება
უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები მეილზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "დილის ცვლის საწყობის თანამშრომელი".
|
|
|
|