Робота для біженців з України
ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფეხბურთის კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით;
** დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლის სივრცეში).
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება.

საჭირო კომპეტენციები:

** მოტივირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: 4 საათი კვირაში.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ კლუბის საცდელ შეხვედრას.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი".

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე