|
დასახელება:
ოპერაციების აუდიტის განყოფილების აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ბანკის ოპერაციული პროცესების, სისტემებისა და საქმიანობის მიმართულებით შემოწმების ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული გეგმის შესაბამისად აუდიტის ჩატარება დამტკიცებული მეთოდოლოგიით და დამატებით საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის პროექტებში მონაწილეობა;
** ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება მათ შორის საოპერაციო, საკრედიტო და საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიმართულებით;
** ოპერაციული, საკრედიტო, თაღლითობის და შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, ასევე რისკების მართვის პროცესების ეფექტიანობის შემოწმება;
** ბანკის შიდა პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისობის შეფასება რეგულაციებთან, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
** აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, სისუსტეებისა და დარღვევების დოკუმენტირება და მათი მიზეზების ანალიზი;
** აუდიტორული საქმიანობის შედეგების შეჯამების მიზნით ანგარიშგების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შემდგომი აუდიტების ჩატარება;
** შიდა აუდიტის პროფესიული სტანდარტებისა (IIA) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტის, რისკების მართვის, კონტროლის, ფინანსური ან საბანკო ოპერაციების, მათ შორის საკრედიტო და/ან პლასტიკური ბარათების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა მოქმედი საბანკო რეგულაციების ცოდნა;
** საბანკო პროდუქტების, სისტემებისა და პროცესების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ობიექტურობა, პუნქტუალობა;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
სასურველი:
** პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ACCA, CFA, CIA, CISA და სხვა);
** საბანკო საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი ჩარჩოს, აუდიტის სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა.
უნარები და თვისებები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** საქმისადმი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს მაღალი ხარისხით და კონფიდენციალურობის დაცვით შესრულება;
** სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ;
** ობიექტურობა;
** დიპლომატიურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 მარტი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
|
|
|
|