|
დასახელება:
უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 მდე
** მისამართი: მერაბ კოსტავას 14 (სტამბა)
** ანაზღაურება: დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების წარმოება;
** განხორციელებული საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვის და გადარიცხვების კონტროლი;
** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის და ნაშთების კონტროლი;
** ბანკებთან კორესპონდენციის წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@gdm.ge აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|