|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სტატიო
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "სტატიო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (პროდუქციის აღრიცხვა, დასკანერება) თანამდებობაზე.
ასაკი 18-40 წლამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 1300-1500 ლარის ოდენობით
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
** აგროვებული შეკვეთების დასკანერება;
** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე info@statio.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 253-38-58 ან 577-19-12-19
|
|
|
|