|
დასახელება:
ოფისის მასპინძელი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას - ოფისის მასპინძელი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
პოზიციის მიზანი: ოფისში მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა და სტუმრების გამასპინძლება.
პასუხისმგებლობები:
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება (ყავა, ჩაი, წყალი, ტკბილეული);
** მირთმეული ჭურჭლის შეგროვება და რეცხვა;
** სამზარეულო სივრცის ყოველდღიური მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება;
** ოფისის საერთო სივრცეში წესრიგის კონტროლი (შეხვედრების ოთახი, სამზარეულო, სამუშაო სივრცე);
** დიასახლისის მიერ დალაგებულ გარემოში სისუფთავის შენარჩუნება;
** საოფისე და სამზარეულოს მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ინიცირება;
მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** მომსახურების ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 800 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სადღესასწაულო პრემია;
** სტაბილური და მშვიდი სამუშაო გარემო.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია: პოზიცია არ გულისხმობს მაღალ ინტენსივობას — ოფისი მცირე ზომისაა და სტუმრების ნაკადი სტაბილურია.
შერჩევის ეტაპები:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hr@alliance.ge.
სათაურში მიუთითეთ: "ოფისის მასპინძელი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|