|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული ტრადიციული რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
ქართულ ტრადიციულ რესტორანს ქალაქ გუანჯოუში, ჩინეთში, ესაჭიროება რესტორნის მენეჯერი. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გოგონას, რომელსაც აქვს გამოცდილება მომსახურების სექტორში და სურვილი, ქართული კულტურა გააცნოს ათასობით უცხოელს ჩვენი რესტორნის მეშვეობით.
პოზიცია: რესტორნის მენეჯერი
ქალაქი: გუანჯოუ, ჩინეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი, გამოსაცდელი ვადა სამი თვე. (განსაზღვრული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს შეთანხმებით)
სავალდებულო მოთხოვნა:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის სფეროში
** უმაღლესი განათლების დიპლომი
** პოზიციაზე განიხილება მხოლოდ გოგონები
** კომუნიკაბელური, ენერგიული, პოზიტიური განწყობით
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ინგლისურ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
** წინა სამსახურიდან წარმოდგენილი რეკომენდაციის წერილი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება
** ქართული მენიუსა და ღვინის კულტურის გაცნობა და რეკომენდაცია სტუმრებისთვის
** ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და ორგანიზება
** ღვინის სადეგუსტაციო საღამოების გამართვა
** მომსახურების ხარისხისა და სისუფთავის კონტროლი
** მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და პრეზენტაციებში
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** თვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება: $1000 USD
** გაყიდული პროდუქციის მოცულობაზე დამოკიდებული ბონუსები
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა
** ყოველდღიური კვება სამუშაო დღეებში
** ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ჩინეთში)
** სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: 2744726810@qq.com
გახდი ქართული სტუმართმოყვარეობის ელჩი ჩინეთში!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|