Робота для біженців з України
მთავარი MEP ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი MEP ინჟინერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
კომპანია "ანაქსი" უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

პოზიციის დასახელება: მთავარი MEP ინჟინერი (Head / Lead MEP Engineer)
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის ქ. 27ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

მთავარი MEP ინჟინრის მოვალეობები:

** საინჟინრო სისტემების პროექტირების პროცესის ხელმძღვანელობა
** სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა, მათი გათვალისწინება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შესათანხმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** HVAC, ელექტრო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება
** პროექტების კოორდინაცია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან და სხვა საინჟინრო დისციპლინებთან
** მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვაზე ზედამხედველობა
** ინჟინერთა გუნდის მართვა, დავალებების განაწილება და ტექნიკური კონტროლი
** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, BOQ) შემოწმება და დამტკიცება
** სამშენებლო ზედამხედველობა — პროექტის შესაბამისობის კონტროლი ადგილზე
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტების შეთავაზება
** დამკვეთთან ტექნიკური საკითხების განხილვა და საკონსულტაციო მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP ინჟინერიაში
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** AutoCAD და Archicad-ის ცოდნა
** Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება: 3 000 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე