Робота для біженців з України
Red Bull-ის საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Red Bull-ის საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: რედ ბული
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"რედ ბული" აცხადებს ვაკანსიას Red Bull-ის საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

Red Bull-ის სარეკლამო მასალების საწყობზე პასუხისმგებელი სპეციალისტის მოვალეობები:

აღჭურვილობის შენახვა საწყობში:

** ინვენტარი ინახება ცალ-ცალკე, მათი მოდელური მიხედვით, სუფთა და სრულად დაკომპლექტებულ მდგომარეობაში.
** თითოეულ მაცივარზე დამაგრებულია QR კოდი; QR კოდები შეტანილია Telegram ბოტში, აღჭურვილობის სტატუსის მითითებით.
** ყველა სხვა სარეკლამო მასალა (დისპლეები, დისპენსერები, პარაზიტები, ჰედერები, პუშერები, ლაითბოქსები და სხვ.) განაწილებულია მათთვის მიჩენილ ადგილებზე.
** სავაჭრო ობიექტიდან დაბრუნების შემდეგ მაცივარი 3 დღის განმავლობაში გადის წმენდას და მზადდება შემდგომი გატანისთვის.

აღჭურვილობის აღრიცხვა საწყობში:

** საწყობში არსებული ყველა მაცივარი შეტანილია ბაზაში ინვენტარული ნომრისა და QR კოდის დამატებით; ასევე მითითებულია კომენტარი — ახალია თუ გამოყენებული, ბრენდირებული თუ არაბრენდირებული.
** ყველა სხვა სარეკლამო მასალა ასევე ექვემდებარება რაოდენობრივ აღრიცხვას; ფიქსირდება როგორც საწყობში შემოსვლა, ისე სავაჭრო ობიექტებში გატანა.
** თბილისის საწყობზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ასევე აკონტროლებს ფიზიკური მარაგის შესაბამისობას პროგრამულ მონაცემებთან ფილიალების მიხედვით.

აღჭურვილობის ლოგისტიკა სავაჭრო ობიექტებში:

** ინვენტარის საწყობს გარეთ გადაადგილებისათვის უნდა მოხდეს ნივთების გაწერა და მზადდება ზედნადები.
** ინვენტარის საწყობის გარეთ გაგზავნისას და ასევე უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, ტრანსპორტირების დროს დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
** რემონტი
** საწყობზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ორგანიზებას უწევს აღჭურვილობის რემონტზე გაგზავნის პროცესს.
** მიდის სარემონტო კომპანიაში რემონტის ხარისხის გასაკონტროლებლად, სანამ შეკეთებული მაცივრები დაბრუნდება საწყობში.
** რემონტისთვის შერჩეული მაცივრები გამოყოფილია დანარჩენი ინვენტარისაგან.

აღჭურვილობის ჩამოწერა:

** საწყობზე პასუხისმგებელი პირი ამზადებს ჩამოსაწერ აღჭურვილობას (სიები, ფოტოები) და აკონტროლებს ჩამოწერილი აღჭურვილობის დაშლის პროცესს; ასევე აზიარებს ფოტოებს, რომლებიც ადასტურებს აღჭურვილობის უტილიზაციას.
** ჩამოსაწერი ინვენტარი ინახება მათთვის განსაზღვრულ ცალკე ადგილზე.

საჭირო უნარები:

** მათემატიკური აზროვნება
** ექსელის საბაზისო ცოდნა
** ინგლისურის ან რუსული საბაზისო საკომუნიკაციო დონეზე ფლობა სასურველია.
** მოხერხებულობა და სისხარტე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: Ketevan.Sidamonidze@redbull.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Red Bull-ის საწყობის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე