Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფექიჯინგ სერვისი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული ყუთებისა და შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 4000 ლარი (მზარდი პერსპექტივით)

პოზიციის მიზანი: გაყიდვების მენეჯერის პოზიციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდა, არსებული და ახალი კლიენტების ეფექტური მართვა, გაყიდვების პროცესის სრულ ციკლზე პასუხისმგებლობა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების წარმატებული რეალიზაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის/მომსახურების აქტიური გაყიდვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული კლიენტების ბაზის მართვა და განვითარება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე სფერო);
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე