Робота для біженців з України
დამფუძნებლის პირადი და ბიზნეს თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამფუძნებლის პირადი და ბიზნეს თანაშემწე
მომწოდებელი: Holding Georgian Quality
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"Holding Georgian Quality" ეძებს დამფუძნებლის პირად და ბიზნეს თანაშემწეს, რომელიც შეასრულებს დამფუძნებლის მიერ დაკისრებულ ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო და საკოორდინაციო დავალებებს ჰოლდინგის ფარგლებში.

პოზიცია მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობას და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარს.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1300 ლარი

ძირითადი მოვალეობები

** დამფუძნებლის მიერ მითითებული დავალებების შესრულება და კონტროლი
** ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია (კომპანიებსა და გუნდებს შორის)
** კომუნიკაცია პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და თანამშრომლებთან
** საჭირო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შეჯამება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში)
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ან ასისტენტის პოზიციაზე (სასურველია)
** მაღალი ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** კომპიუტერული უნარები (MS Office / Google Workspace)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური სასურველია

პიროვნული უნარები

** სწრაფი აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენა

რას გთავაზობთ

** მუშაობას დინამიკურ ბიზნეს გარემოში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** უშუალო მონაწილეობას ჰოლდინგის მართვის პროცესებში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: ferlittigeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე