Робота для біженців з України
პროექტების ანგარიშგების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების ანგარიშგების კოორდინატორი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ანგარიშგების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ბენეფიტები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
** სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის ნაწილის მომზადება;
** გაყიდვების მენეჯერთან ერთად ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
** მჭიდრო თანამშრომლობა მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან (საინჟინრო, გაყიდვების, პროექტების მართვისა და შესყიდვების მიმართულება).

პროფესიული უნარები/მოთხოვნები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office);
ენები: სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება: სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (საინჟინრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად)

კომპეტენციები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 მარტის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1040/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე