Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700518&print=yes&view=jobs
 
ვეტერინარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარი
მომწოდებელი: კვებეკო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
კომპანია "კვებეკო" - ცხოველთა თანამედროვე კვება - აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე.

"კვებეკო" მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მაღალი ხარისხის კომბინირებულ საკვებს მეფრინველეობაში, ასევე ერთდღიან წიწილებს მეხორცე ბროილერის მიმართულებით. საკვების, ისევე როგორც წიწილის, წარმოება ხდება შპს "ჩირინას" მეფრინველეობის კომპლექსის ბაზაზე.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი ფერმერებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი წიწილა და დაბალანსებული მზა საკვები.

ვეტერინარის მოვალეობები:

** ფერმებში საველე ვიზიტები და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ფერმის მართვის მეთოდოლოგიის შესწავლა და თანამედროვე გამოზრდის ტექნოლოგიების შესახებ ფერმერების ინფორმირება
** ფერმერებისათვის ვეტერინარული კონსულტაციების გაწევა
** სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და ფრინველთა კვების პროდუქტების შესახებ მუდმივი სიახლეების გაცნობა/გაზიარება.

მოთხოვნები:

** ვეტერინარია/ზოოტექნიკოსის მიმართულებით უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენის) - B2 დონეზე ცოდნა;
** სფეროს მიმართ ინტერესი.

სამუშაო განრიგი ექვემდებარება ურთიერთშეთანხმებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: info@kvebeco.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ვეტერინარის ვაკანსია". შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 555 286445.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია