|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ძირითადი ფუნქციები:
** კორპორაციული გაყიდვების ბაზრის პოტენციალის შეფასება, კონკურენტების კვლევა, კორპორაციული გაყიდვების დაგეგმარება;
** ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პარტნიორი კომპანიების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** არსებული და პოტენციური კორპორაციული მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება, ფასების, პაკეტებისა და პირობების პრეზენტაცია და შეთანხმება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, კორპორაციულ გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა; მომსახურების ხარისხის კონტროლი (პროდუქტი, მიწოდება, სერვისი)
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის მიზნობრივი კამპანიების შესაქმნელად;
** გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).
პიროვნული მახასიათებლები:
** დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ოპერატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|