Робота для біженців з України
ფინანსური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური სპეციალისტი
მომწოდებელი: სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე - ეძებს ფინანსურ სპეციალისტს/Financial Specialist თბილისში მდებარე ოფისისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-ის ძირითადი პორტებიდან, ასევე კანადიდან, ალიასკიდან და ჰავაიდან. ჩვენი კომპანია ლიცენზირებულია მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე, როგორიცაა: Copart, IAAI და Manheim - რაც გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სანდო ავტომობილები საუკეთესო ფასად.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: საგამოცდო პერიოდი - 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტირებასთან, საწყობთან, მარაგების მართვასა და ლოგისტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგი.
** ლოგისტიკის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, ფინანსურ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ლოგისტიკური მომსახურებების ბილინგისა და ინვოისების დამუშავება, სიზუსტისა და დროული გადახდების უზრუნველყოფა.
** ფინანსური ანგარიშების მომზადება ლოგისტიკურ ხარჯებზე, შესრულების მაჩვენებლებსა და მოგების მარჟებზე დეტალური ხედვის მისაღებად.
** მარაგების ღირებულების შეფასება, ტარების ხარჯების განსაზღვრისა და ფინანსური დაგეგმვის გაუმჯობესების მიზნით.
** ყველა ბუღალტრული პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და კომპანიის პოლიტიკასთან.
** ხარჯების ანალიზი ტენდენციების, არაეფექტურობისა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობების გამოსავლენად.
** მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან და სერვის პროვაიდერებთან გაფორმებული კონტრაქტების გადახედვა ფინანსური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
** ლოგისტიკის ფინანსური მონაცემებისა და ანალიტიკის მიწოდება მენეჯმენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება ლოგისტიკურ ოპერაციებში და მათი მინიმალიზაციის სტრატეგიების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში ან შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ლოგისტიკის სფეროში).
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (წერითი და ზეპირი).
** უცხოური ინტერნეტ ბანკინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო გადარიცხვები, ტრანსფერები, ანგარიშების მართვა).
** IFRS-ის სტანდარტების ცოდნა.
** ERP სისტემების ცოდნა (ლოგისტიკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა უპირატესობაა).
** Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ფლობა.
** ძლიერი ანალიტიკური, პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკების უნარები.

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** განვითარებული საორგანიზაციო შესაძლებლობები
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) მისამართზე: kh.jikhvadze24@gmail.com.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე