Робота для біженців з України
ქსელის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის → Product Manager (Network Solutions)

"ინტელკომ ჯგუფი" — IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში — ეძებს ქსელის ინჟინერს, რომელსაც სურს პროფესიული კარიერის გაგრძელება პროდუქტების მართვისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

პოზიცია მოიცავს ქსელური პროდუქტების მართვას, ქსელური გადაწყვეტების ჩამოყალიბებას და პროდუქტების სტრატეგიული განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ქსელის ინჟინერი, PreSales ინჟინერი ან პროდუქტის მენეჯერი);
** როუტერებისა და სვიჩების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად).

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მონაწილეობა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის: მომწოდებლებთან სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, კონფერენციები და პროფესიული ღონისძიებები;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — საერთაშორისო ტრენინგები, ვენდორული და ინდუსტრიული სერტიფიკაციები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. — ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Product Manager (Network Solutions)".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე