|
დასახელება:
მანიკურის/პედიკურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო პარაგრაფ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სასტუმრო "Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" გიწვევთ სასტუმროს სპაში სამუშაოდ.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიცია: მანიკურის/პედიკურის სპეციალისტი
ზოგადი მოთხოვნები:
** კლასიკური, კომბინირებული და აპარატული მანიკურის/პედიკურის ცოდნა
** ფრჩხილის დაგრძელება (გელი/აკრილი) ჩაითვლება უპირატესობად
** სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა
ცოდნა და კომპეტენციები:
** აქტიური, კომუნიკაბელური და გუნდის შედეგზე ორიენტირებული
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hrtbilisi@paragraphhotels.com. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "Subject" ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებთან.
შენიშვნა: "მარიოტ ინთერნეშენალი", როგორც თანაბარი უფლებების დამცველი დამსაქმებელი, მუდამ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განსხვავებული და მრავალფეროვანი წარმომავლობისა თუ ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების მქონე თანამშრომელთათვის.
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თბილისი სითი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე HRtbilisi@paragraphhotels.com.
|
|
|
|