Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700453&print=yes&view=jobs
 
VIP მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: VIP მენეჯერი
მომწოდებელი: ონლაინ თამაშების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
ონლაინ აზარტული თამაშების კომპანია აცხადებს ვაკანსიას VIP მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუშაობას პროფესიონალურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას.

მოვალეობები:

** VIP მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება მათი კმაყოფილებისა და ლოიალობის უზრუნველსაყოფად
** მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, ტექსტური შეტყობინებები)
** VIP მომხმარებელთა შეკითხვებისა და პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** მოთამაშეთა ანგარიშების მართვა და მათი აქტივობის, ინტერესებისა და საჭიროებების მონიტორინგი
** მომხმარებელთა ქცევისა და მონაცემების ანალიზი უკეთესი კომუნიკაციისა და მიზნობრივი შეთავაზებების შესაქმნელად
** მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ბონუსებისა და წამახალისებელი შეთავაზებების შექმნა
** სპეციალური აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა, მათ შორის სამოგზაურო ინიციატივებისა და საახალწლო საჩუქრების მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** სხარტი აზროვნება და სწრაფი რეაგირების უნარი
** დინამიკურ და სწრაფ ტემპში ეფექტურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: openvacancy00@gmail.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია