|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო სეფია
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სასტუმრო "სეფია" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ
მისამართი: თბილისი, შ. ღამბაშიძის ქ.5
მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
** ნომრების მზადყოფნის კონტროლი
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი
პიროვნული თვისებები:
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მეშვეობით: sales@sephiahotel.com
|
|
|
|