Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრატორი-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრატორი-კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრატორი-კონსულტანტი

ლოკაცია: თბილისი, მეტრო რუსთაველი

ვეძებთ კომუნიკაბელურ, დისციპლინირებულ, პასუხისმგებლობიან და სტილურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და სიამოვნებით გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი.

მოთხოვნები:

** ქართული ენა — მშობლიური
** რუსული — სასაუბრო დონე (აუცილებელია ტურისტებთან კომუნიკაციისთვის)
** ინგლისური — სასურველია (B1 / B2)
** კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება — აუცილებელი
** დეტალებზე ყურადღება და კომფორტული გარემოს შექმნის უნარი
** Word / Excel პროგრამების ცოდნა
** მომსახურების სფეროში გამოცდილება, ადამიანების სიყვარული და გამართული კომუნიკაცია

მოვალეობები:

** ადმინისტრაციული სამუშაოები და პროდუქციის აღრიცხვა
** დირექტორის დახმარება მიმდინარე სამუშაო პროცესებში
** საჭიროების შემთხვევაში ფურნიტურის შეძენა
** კლიენტებისთვის ტანსაცმლის შერჩევაში დახმარება
** ვიტრინების გაფორმება და სივრცის მოწესრიგება
** მარტივი ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნა სტორისებისთვის

პირობები:

** გრაფიკი: 6/1 (დასვენების დღე — კვირა)

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადა: 1500 ლარი + გაყიდვებიდან 5%
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1750 ლარი + გაყიდვებიდან 5%
** ბონუსები და პროცენტები შენარჩუნდება

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: anat.amoroso@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე