|
დასახელება:
IT დეპარტამენტში ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში ქსელის უმცროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ოპერაციული მხარდაჭერა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა ქსელის უფროსი ადმინისტრატორისა და უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
** მონაცემთა ცენტრების (DC/DR) და ფილიალების ქსელური მოწყობილობების (Router/Switch/Firewall) მონიტორინგი, ინციდენტებზე პირველადი რეაგირება;
** ქსელურ მოწყობილობებზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, პირველადი დიაგნოსტიკა (L1-L3) და დროული ესკალაცია შესაბამის უფროს სპეციალისტებთან;
** სტანდარტული კონფიგურაციული ცვლილებების შესრულება მხოლოდ დამტკიცებული დავალებების/Change-request-ის და ინსტრუქციების საფუძველზე (შაბლონებით, ჩექლისტით);
** VLAN-ების/ტრანკების/პორტების ადმინისტრირება (access/trunk, native VLAN, tagging), პორტის სტატუსების შემოწმება და კაბელირების პირველადი ვალიდაცია;
** STP/RSTP საფუძვლების გამოყენებით L2 პრობლემების პირველადი მხარდაჭერა (loop-ების ნიშნები, root-ს სტატუსი, blocked პორტები) და შესაბამისი ესკალაცია;
** Link Aggregation (LACP/EtherChannel) კონფიგურაციის/სტატუსის პირველადი შემოწმება და პრობლემების მხარდაჭერა;
** Routing-ის პირველადი მხარდაჭერა: სტატიკური მარშრუტები, default route, და OSPF/BGP neighborship-ის/route propagation-ის მონიტორინგი ქსელის უფროსი ადმინისტრატორის მითითებით;
** Firewall/VPN ოპერაციული მხარდაჭერა: წესების/ობიექტების ცვლილებები, VPN წვდომების პირველადი ვალიდაცია და ლოგების მოკლე ანალიზი (დამტკიცებული პროცესით);
** DNS/DHCP და სხვა კრიტიკული ქსელური სერვისების ყოველდღიური მხარდაჭერა (ლიზების/რეზოლვინგის პირველადი შემოწმება);
** ტრაფიკის დაკვირვება და პირველადი ანალიზი (სპაიკების, პაკეტ-ლოსის, latency/jitter გადახრების იდენტიფიკაცია), საჭიროების შემთხვევაში capture/trace მოთხოვნის ესკალაცია;
** ქსელურ ცვლილებებთან დაკავშირებულ ტესტირებაში მონაწილეობა (pre-check/post-check, rollback readiness) ქსელის უფროსი ადმინისტრატორის ხელმძღვანელობით;
** ინციდენტების რეგისტრაცია, სტატუსის განახლება და დახურვაში მონაწილეობა (Service Desk/Ticketing);
** ქსელური დოკუმენტაციის მხარდაჭერა: ცვლილებების ჩანაწერები, ტოპოლოგიური სქემების/პორტ-მეპების განახლება, SOP/Runbook-ების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ბაკალავრის ხარისხი ქსელურ ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ ერთ ვენდორთან მუშაობის გამოცდილება. Cisco IOS/IOS-XE (Catalyst/ASR), Fortinet FortiOS (FortiGate), MikroTik RouterOS (CLI/Winbox) — ჩაითვლება უპირატესობად;
** TCP/IP-ის switching-ის, STP/RSTP-ის, Link Aggregation-ის, Routing-ის, OSPF-ის, BGP-ის, VPN-ის და Firewall-ის საფუძვლების ცოდნა;
** მონიტორინგისა და ტრაფიკის დაკვირვების ინსტრუმენტებთან (SNMP/Syslog/NetFlow, ანალოგები) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა/წერა).
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 თებერვალი, 2026 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|