|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარული სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის კოორდინირება;
** სკოლაში სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების მომზადება;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება;
** ხარისხის გარე და შიდა ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და სრულყოფაზე ზრუნვა;
** აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მიზნებისათვის შესაბამის პროცესებში ჩართულობა;
** ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის ყოველწლიური შეფასების პროცესის კოორდინირება;
** საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაში დამსაქმებლების, სტუდენტების, აკადემიური /მოწვეული პერსონალის, კურსდამთავრებულების, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** შეფასების შედეგების ანალიზი და წინადადებების ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენა;
** სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა;
** მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო კომპეტენციები:
** უმაღლესი განათლება;
** საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.
** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი)უნარი;
** დელეგირების უნარი;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისა და შეფასების უნარი.
2. სასწავლო და საგამოცდო პროცესის მართვის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
მოვალეობები:
** ელექტრონული ცხრილების ფორმირება. ბაზებთან მუშაობა
** სტუდენტთათვის ინდივიდუალური სასწავლო ცხრილის შედგენა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად.
** სასწავლო კურსების ელექტრონული ბაზის სემესტრული განახლება (სასწავლო კურსი, სასწავლო კურსის განმახორციელებელი და ა.შ.);
** სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის კოორდინაცია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიმდინარეობის აღრიცხვის კოორდინაცია და შესაბამისი აქტების გამოსაცემად პროექტების შემუშავება
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩართულობა
** საგამოცდო ცხრილების შედგენა.
** გამოცდების პროცესების კოორდინირება
** საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა.
** შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ფორმის შემუშავება; ასევე, დიპლომის დანართების მომზადება;
** საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
** დეკანი სხვა დავალებების შესრულება--უფლებამოსილების ფარგლებში
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.
** სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის უნარები (B2).
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
** მონაცემების დამუშავების/ შეფასების უნარი;
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მეილზე: hr@giu.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|