|
დასახელება:
დირექტორის პირადი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Tempo Holding
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პირადი მძღოლის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ჩვენს შესახებ:
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის გადაადგილების უზრუნველყოფა წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად
** უსაფრთხო და კომფორტული მართვის უზრუნველყოფა ქალაქში და საჭიროების შემთხვევაში ქალაქგარეთ
** ავტომობილის გამართულობისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა დროის ოპტიმიზაციისთვის
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების/ნივთების გადატანა და სხვ.)
** კონფიდენციალურობის სრული დაცვა
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და სერვისებზე დროული რეაგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უსაფრთხო და მოწესრიგებული მართვის სტილი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
** თავაზიანობა, მოწესრიგებულობა და დისციპლინა
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** კარგი ცოდნა ქალაქის გზებისა და მარშრუტების
** არ ჰქონდეს საგზაო წესების უხეში დარღვევები
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პირადი მძღოლი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|