Робота для біженців з України
შეფ მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მისამართი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი.
უშუალო ხელმძღვანელი: დარბაზის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთათვის ყოველდღიური მენიუს შედგენა;
** საჭირო პროდუქტების სიის შედგენა და მიმწოდებლისათვის გადაგზავნა;
** პროდუქტის მომზადება არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** თურქული კერძების ცოდნა აუცილებელია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მენიუს შემადგენლობების, კალკულაციების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული" .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე