Робота для біженців з України
შეფი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფი
მომწოდებელი: სწრაფი კვების ობიექტი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
სწრაფი კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს პროდუქციის ოპტიმალური მოხმარება / უზრუნველყოს შეკვეთების გაფორმება, საჭირო მარაგების მიხედვით;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

დეტალები:

ლოკაცია: საბურთალო. ალ. ყაზბეგის 3ა.
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV-რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე:Tamu.subeliani@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე