|
დასახელება:
სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომერციული კალენდრის ეფექტური და დროული შესრულების უზრუნველყოფა
** სნექის, რძისა და წვენის კატეგორიებისთვის სავაჭრო მარკეტინგის წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გეგმების შემუშავების მხარდაჭერა
** სავაჭრო მარკეტინგის აქტივობების შემუშავებაში მონაწილეობა
** სავაჭრო აქტივობების ეფექტური გაშვება, მათ შორის სავაჭრო წერტილების მასალების წარმოება და გაყიდვების გუნდისთვის პრეზენტაცია
** პარტნიორ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტური სავაჭრო ინსტრუმენტების შესაქმნელად
** "იდეალური მაღაზიის" (Perfect Store) სტრატეგიასა და ბიზნეს პრიორიტეტების შესაბამისად in-store სტანდარტების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა
** შეთანხმებული პლანოგრამის პრინციპების შესრულება სტანდარტების უზრუნველსაყოფად
** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდების მხარდაჭერა საველე მონიტორინგში "Perfect Store"-ის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტებით
** რეგულარული საველე ვიზიტები შესრულების შესამოწმებლად და კონკურენტთა აქტივობების მონიტორინგისთვის
** სავაჭრო აღჭურვილობის მონტაჟისა და სავაჭრო ობიექტებში მასალების განთავსების პროცესის კოორდინაცია და შემდგომი კონტროლი
** PepsiCo-ს ბრენდების პოზიციების გაუმჯობესების მიზნით ახალი ეფექტური სავაჭრო აღჭურვილობის განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობა
** BTL აქტივობების შესრულების მონიტორინგი დახმარება და შესაბამისი რეპორტინგი
** ბრენდისა და გაყიდვების გეგმების შეთანხმება, მოთხოვნის აჩქარების კალენდრის შემუშავება და შესრულება სტრატეგიულ სავაჭრო არხებში
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის სფეროში
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური B2+ დონეზე
** MS office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა განსაკუთრებით (Excel, Power Point)
** ანალიტიკისა და რეპორტინგის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და უნარები
რას გთავაზობთ:
** განვითარება და ზრდა პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად
** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 10 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|