|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვიქტორია 98
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce & Gabbana, Jimmy Choo, ვიქტორია98, ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ZEGNA", "HUGO & BOSS" და "PAUL & SHARK".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ისთფოინთი)
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (40 საათიანი სამუშაო კვირა); კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 3000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე - 2500 ლარი)
ფუნქციები და მოვალეობები:
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდის მუშაობის სწორად დელეგირება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** ზედნადებების აღრიცხვა;
** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული აღრიცხვა;
** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FMG)
** 1C პროგრამის ან სხვა რომელიმე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი" (გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინეთ ქართულ ენაზე).
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|