|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ქლუგერი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
კომპანია "ქლუგერი" მომხმარებელს სთვაზობს ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ტექნიკას: ჭკვიან საკეტებს, კამერებს, უსაფრთხოების სენსორებს და სხვა. ქლუგერის ჭკვიან სახლში, მუდმივად ვმუშაობთ მომავლის ცხოვრების შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ჭკვიანი გადაწყვეტილებები, რომ გავამარტივოთ და უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://www.facebook.com/Kluger.ge?locale=ka_GE
https://kluger.ge/en/
სამუშაო ადგილი: დისტანციურად.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგის არხებისთვის გრაფიკული ელემენტების შექმნა Facebook, Instagram;
** კომპანიის პრეზენტაციის განახლება საჭიროებისამებრ
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** სასურველია სამონტაჟე პროგრამების (Adobe Premiere, After-effects) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - info@kluger.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი.
შპს "ქლუგერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ქლუგერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ქლუგერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|