Робота для біженців з України
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ა) ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება;
** უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია უნივერსიტეტის მასშტაბით;
** საგრანტო პროექტების მოძიება და საგრანტო პროექტებში პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა;
** პერსონალისა და სტუდენტებისათვის ინდივიდუალური საგრანტო პროექტების წარდგენისას კონსულტაციის გაწევა;
** სტუდენტების და პერსონალის ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრების, თემატური ტრენინგებისა და პანელური დისკუსიების მოწყობა;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე ზრუნვა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელება, გასაუმჯობესებელი სივრცეების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის ანგარიშებისა და წინადადებების წარდგენა;
** ყოველკვარტლურად ფაკულტეტების დეკანების მიერ ფაკულტეტის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ მოწოდებული ანგარიშის მიხედვით პროექტის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულებების გაანალიზება და ხარისხის განვითარების მიმართულებით ვიცე - რექტორისთვის წარდგენა.

ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი/დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი;
** სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგრანტო პროექტების მომზადების გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

გ) პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** დელეგირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სისტემური აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ემპათია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე