Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700274&print=yes&view=jobs
 
სერვის-ინჟინერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ინჟინერი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიის მიერ წარმოებული შესაფუთი მასალა არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარების გამოყენებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს — სერვის-ინჟინერს

ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი
(ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (შაბათი-კვირა დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების დოკუმენტაციის მიხედვით გეგმური მომსახურების დაგეგმვა და გრაფიკების შედგენა
** მომსახურე პერსონალისთვის გეგმა-გრაფიკების გაცნობა და გადაცემა
** დანადგარების სათადარიგო ნაწილების მარაგის აღრიცხვა, შეკვეთა და კონტროლი
** საწარმოო დანადგარებზე პრევენციული და მაკორექტირებელი მოვლა-პატრონობის კონტროლი
** საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური (ინჟინერიის) განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვება
** ტრანსპორტირება

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: hr@fabrica1900.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — სერვის-ინჟინერი. რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია