|
დასახელება:
მასაჟისტი
|
| მომწოდებელი:
წყალტუბოს ბალნეო-სარეაბილიტაციო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრი", იგივე "ბი ჰელსი" დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული წარმოების სამკურნალო აპარატურით.აღნიშნული ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით, რომელიც ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში - 365 დღე.
სამუშაო ადგილი ქ. წყალტუბო, ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიცია: მასაჟისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის მასაჟის ჩატარება (რელაქსაციის, სპორტული, კლასიკური და სხვ.)
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** სამუშაო ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გულისხმიერება
** კომუნიკაბელურობა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: tskaltubo.bh@mail.ru ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 60 25 25
სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|