Робота для біженців з України
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"Wizer"-ის გუნდში ვეძებთ გამოცდილ IT ბიზნეს ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ERP სისტემის დანერგვა-განვითარებაში, ბიზნეს პროცესების ანალიზსა და ოპტიმიზაციაში. კანდიდატი იმუშავებს ბიზნესსა და IT გუნდებს შორის საკვანძო რგოლად — უზრუნველყოფს მოთხოვნების შეგროვებას, პროცესების დოკუმენტირებას და გადაწყვეტილებების ფორმირებას მონაცემებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით.

ფუნქცია-მოვალეობები

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და პროცესების აღწერის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (As-Is / To-Be);
** პროცესების ანალიზის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების/გაუმჯობესებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მუდმივი კომუნიკაცია ბიზნეს ერთეულებთან და IT დეპარტამენტთან, მოთხოვნების დაზუსტება და შეთანხმება;
** ERP სისტემის დანერგვის პროცესის მხარდაჭერა (მოთხოვნების ანალიზი, დოკუმენტირება, ტესტირება, გაშვება);
** პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი და პრიორიტეტიზაცია;
** პროექტის მოთხოვნების სრულყოფილი დოკუმენტირება; ტექნიკური დავალებების და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ინტერესების დაბალანსება და ცვლილებების მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
** IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემის დანერგვის/განვითარების გამოცდილება;
** მოთხოვნების შეგროვებისა და დოკუმენტირების გამოცდილება (BRD/FRD, User Stories, Acceptance Criteria);
** Jira/Confluence-თან მუშაობის გამოცდილება (დავალებების მართვა, მოთხოვნების ტრეკინგი, დოკუმენტაცია);
** API-ებთან მუშაობის გამოცდილება (მოთხოვნების ფორმირება, მონაცემთა mapping, ინტეგრაციის სცენარების აღწერა; სასურველია REST/JSON საფუძვლები);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL-ის საბაზისო/საშუალო დონე);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები და პიროვნული თვისებები

** ბიზნეს პროცესების გააზრებისა და ანალიზის ძლიერი უნარი;
** კრიტიკული აზროვნება და პრობლემების სტრუქტურირებული გადაწყვეტა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და შეთანხმებების მიღწევის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედკაპიტალის შენობა, მე-5 სართული;
სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები 9:30-დან 18:30-მდე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@wizer.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "wizer დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@wizer.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "wizer დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "wizer დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე