Робота для біженців з України
ძირითადი და მოწვეული მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძირითადი და მოწვეული მასწავლებელი
მომწოდებელი: მსოფლიო განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"მსოფლიო განათლების აკადემია" აცხადებს მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "კულინარიის ხელოვნების" მიმართულებით პროფესიული განათლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლების პოზიციაზე.

ვაკანსიის დასახელება და რაოდენობა:

პოზიცია: პროფესიული განათლების მასწავლებელი (კულინარიის ხელოვნება)

შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ შემდეგი მოდულების სწავლება:

** სტუმარმასპინძლობის შესავალი;
** ჰიგიენა და სანიტარული ნორმები;
** ეთიკა და ეტიკეტი მომსახურების სფეროში;
** გარემოსდაცვითი საფუძვლები;
** მარკეტინგი და გაყიდვები;
** პირველადი გადაუდებელი დახმარება;
** კალკულაცია და მარაგების მართვა კვების ობიექტებში;
** საკვები პროდუქტების ტექნოლოგია;
** კულინარიის ხელოვნების ისტორია;
** საკონდიტრო ნაწარმისა და დესერტების მომზადება;
** კერძების მომზადების ტექნოლოგია;
** ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება;
** ქართული ცივი კერძები და საუზმეული;
** საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძებისა და საუზმის მომზადება;
** კულინარული მინი ნაწარმის მომზადება;
** სამზარეულოს ფუნქციონირება კულინარიის ხელოვნებისათვის;
** ინფორმაციული წიგნიერება;
** მეწარმეობა;
** უცხოური ენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ძირითადი პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების დიპლომი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში ან / და მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება სარესტორნო/სასტუმრო სექტორში. (უპირატესად ჩაითვლება სწავლების გამოცდილება აღნიშნულ სფეროში).
** მოწვეული პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტური სამუშაო გამოცდილება და მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.

საერთო მოთხოვნები:

საკანონმდებლო მასალები: პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

ტრანსფერული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ჯგუფის მართვისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისას.

სამუშაო ადგილი: შპს მსოფლიო განათლების აკადემია, ბაღდათი, რუსთაველის ქ. N 24 / ვანი, ჭავჭავაძის ქ. 22

წარმოსადგენი დოკუმენტები: პერსონალური რეზიუმე (CV);

განაცხადის მიღების წესი და ვადები:

ფორმა: ელექტრონული.
ელ-ფოსტა: info@weaedu.ge (სათაურში მიუთითეთ: მოდულის/მოდულების დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი)

მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 მარტი.

აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიის შერჩევის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე