|
დასახელება:
საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აგროგრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "აგროგრუპი" არის ქართული კომპანია, რომელიც ახორციელებს ქართული წარმოების თხილისა და დაფნის გადამუშავებას და ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი, ვაჟა-ფშაველას N29
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა
** საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზარზე ახალი კლიენტების მოძიება;
** არსებული კლიენტებისა და მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება;
** ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და პროცესის კონტროლი;
** შესაბამისი ლოჯისტიკური და გადამზიდი კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** მიწოდების ვადებისა და ტვირთის გადაადგილების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ექსპორტის პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: salesagrogroup@gmail.com
გთხოვთ. სათაურის გრაფაში მიუთითოთ: საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი.
|
|
|
|