|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
ჩვენ ვართ საინჟინრო კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ოპერირებს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების ტექნიკურ მომსახურების სფეროში ქვეყნის მასშტაბით.
ვემსახურებით კომერციულ ობიექტებს, ბანკებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.
"ინსერვისი" ეძებს შესყიდვების მენეჯერს, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:
** პროექტების ფარგლებში ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მის საფუძველზე შესყიდვების განხორციელება და ლოგისტიკის კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის შესრულება დამტკიცებული ბიუჯეტის, ვადებისა და ტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით.
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
** დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შესყიდვების დაგეგმვა.
** მომწოდებლების მოძიება, ფასების შედარება და საუკეთესო პირობების შერჩევა.
** შესყიდვების შესაბამისობის კონტროლი ხარჯთაღრიცხვასთან (რაოდენობა, ფასი, სპეციფიკაცია).
** შესყიდული მასალებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისა და მიწოდების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია: ინჟინერია, ეკონომიკა, ფინანსები, ლოჯისტიკა ან მონათესავე სფერო).
** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით.
** ხარჯთაღრიცხვების შედგენის გამოცდილება.
** Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, შედარებები, ანალიზი).
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე.
** დაგეგმვისა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდთან.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 115.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@inservice.ge სათაურით "შესყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|