Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700173&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: SN Creative Rescue Team
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"SN Creative Rescue Team" ეძებს ენერგიულ და კრეატიულ გუნდის წევრს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

SN Group 2012 წლიდან მოღვაწეობს სარეკლამო სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს კრეატიულ, ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს როგორც დიზაინის, ისე ბრენდინგის და რეკლამის მიმართულებით.

იხილეთ მეტი: www.sncreative.ge | www.sngeorgia.ge |

მოთხოვნები:

** Adobe Photoshop, Illustrator, Corel Draw მაღალ დონეზე ცოდნა
** სარეკლამო კონსტრუქციების საჭრელი ფაილების დამზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** 3Ds Max (+Vray/Corona) ცოდნა (სასურველია)
** სასურველია უცხო ენების ცოდნა

მოვალეობები:

** დიზაინერების გუნდთან ერთად კლიენტის მარკეტინგული კამპანიის შესწავლა და დიზაინების შემუშავება
** სარეკლამო კონსტრუქციების დიზაინის შემუშავება, ფოტომონტაჟების შექმნა
** დამტკიცებული დიზაინების საბეჭდი და საჭრელი ფაილის გამზადება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული ხედვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს
** კომფორტულ გარემოს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე.
** სამუშაო ადგილი: D Block, სასტუმრო სტამბა, მის: მ.კოსტავას #14.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის უნარებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო/ნამუშევრები შემდეგ მისამართზე info@smith.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია