Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700154&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზი (შემოსავლები, ხარჯები, მოგება)
** ფინანსური ანგარიშების მომზადება, მოგება ზარალი, ბალანსი, ფულის მიმოქცევის უწყისი.
** KPI-ების მონიტორინგი და შესრულების ანალიზი
** ფინანსური ანალიზის მოდელების შექმნა და გაუმჯობესება
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების ფინანსური კვლევა
** ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური პრეზენტაციებისა და რეკომენდაციების მომზადება
** თანამშრომლობა აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ გუნდებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების, სტატისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია