Робота для біженців з України
იურისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
** აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** აუცილებელია რუსულისა და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დასმულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი და ანალიზი;
** სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** წინასახელშეკრულებო და სხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა, ვიზირება და გაფორმება;
** საკორპორაციო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმი და სხვა) შედგენა;
** საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადება, შეთანხმება და სხვა) შედგენა, წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟსა და სასამართლოში; წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - იურისტი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე