|
დასახელება:
საბაჟო დეკლარანტი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
** საბაჟო პროცედურების და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ASYCUDA სისტემის სრულფასოვანი ცოდნა;
** MS Office სრულფასოვანი ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა;
ძირითადი მოვალეობები:
** განბაჟების პროცედურების ოპერატიულად და ზუსტად წარმოების უზრუნველყოფა;
** ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
** საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
** ნებართვებს დაქვემდებარებული ტვირთების კონტროლი;
** დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
** შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
** სატრანსპორტო დეპარტამენტთან კონსულტაციის სისტემატურად განხორციელება;
** საბაჟო ოფისთან მიღებულ სიახლეებთან დაკავშირებული კონტაქტი;
** დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები);
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი;
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - საბაჟო დეკლარანტი რუსთავში.
|
|
|
|