Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700091&print=yes&view=jobs
 
მოლარე და ბილეთების სკანირების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე და ბილეთების სკანირების ოპერატორი
მომწოდებელი: აბაულა
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
ბილეთების ონლაინ პლატფორმა "Abaula" აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და ბილეთების სკანირების ოპერატორის პოზიციებზე ქალაქ თბილისში.

"Abaula"-ს შესახებ:

"Abaula" არის ინოვაციური ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმა, რომელიც ბლოქჩეინ (Blockchain) ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს თითოეული ბილეთის უსაფრთხოებასა და დაცვას გაყალბებისგან.

"Abaula" უზრუნველყოფს მატჩებზე ბილეთების რეალიზაციასა და სტადიონზე შესვლის სრულ ტექნოლოგიურ კონტროლს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ორგანიზებულ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
** ანაზღაურებას: მოლარე - 100₾ (თითო მატჩზე); ოპერატორი - 50₾ (თითო მატჩზე).

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათები დამოკიდებულია მატჩების განრიგზე (არაფიქსირებული).
** სამუშაო დღეები: ძირითადად კვირაში ერთხელ (მატჩის დღეს).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლარე: მომხმარებლების მომსახურება სალაროში, ნაღდი და უნაღდო (ბარათით) ანგარიშსწორების მიღება და ბილეთების ამობეჭდვა.
** სკანირების ოპერატორი: სტადიონის ტურნიკეტებთან გულშემატკივრების დახვედრა, ბილეთების სკანირება და სტადიონზე შესვლის პროცესში მათი დახმარება.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პლატფორმის გამოყენების წესებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნოლოგიებთან სიახლოვე (აუცილებელია).
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი).
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

Abaula-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში ერთი წლის განმავლობაში მსგავს პოზიციაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: tickets@abaula.ge.

წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია: "მოლარე - თბილისი" ან "სკანირების ოპერატორი - თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია