Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700076&print=yes&view=jobs
 
უნივერსალური მზარეული, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მზარეული, მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი თბილისის სახლში
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
რესტორანი "თბილისის სახლში" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. უნივერსალური მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქართული ნაციონალური კერძების მომზადება;
** მენიუში არსებული კერძების ცოდნა და სიზუსტის დაცვა;
** დადგენილი რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** დადგენილი სტანდარტის მიხედვით შეკვეთის მომზადება მენიუს შესაბამისად;
** ინგრედიენტების/ნედლეულის წინასწარ გამზადება/გასუფთავება;
** შეკვეთის მიღებიდან კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება;
** სამზარეულოში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება;
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
** დაზღვევას;

2. მიმტანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით სისუფთავის დაცვა;
** მომსახურების წესების დაცვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მაგიდების ალაგება/გაწმენდა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მიღება, მაგიდასთან მიცილება და მენიუს შეთავაზება;
** კერძებისა და სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** საოპერაციო პროგრამასთან და სალაროსთან მუშაობა.
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სერვისის ინვენტარის დაპოლირება და დახარისხება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენის ცოდნა;
** სისუფთავის, ჰიგიენის და ეთიკის ნორმების ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@episodegroup.ge.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 2 (ორი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია