Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700070&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CLC Elevator
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"CLC Elevator" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოვებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავაკსიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!

ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!

კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

ანგარიშვალდებულია: გაყიდვების ხელმძღვანელთან
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: 2500 ₾ და ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება — პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან — პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
** პირისპირ გაყიდვების განხორციელება — მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი — გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
** გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
** MS office -ის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - არა სავალდებულო;
** კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

CLC Elevator გთავაზობთ:

** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია